saqarTvelos mdinareebi - kisisxevi
ტერიტორიული ერთეულები | თელავის მუნიციპალიტეტი |
სათავე | გომბორის ქედი |
სიგრძე | 37 კმ |
აუზის ფართობი | 142 კმ² |
მდინარე თელავის მუნიციპაიტეტში. ზღვის დონიდან 1755 მ. სიგრძე 37 კმ. აუზის ფართობი 142 კმ². სათავე აქვს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის მდინარე ალაზანს მარჯვნიდან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში, ზაფხულ-შემოდგომაზე იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა და ღვარცოფი.
საშუალო წლიური ხარჯი სოფელ კისისხევთან 1,45 მ3/წმ.